ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის სიმპოზიუმი გაიმართება

2024 წლის 15 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის რიგით მესამე სიმპოზიუმის გამოფენა გაიმართება.

ეროვნული სასახლის ინფორმაციით, ღონისძიება ხორციელდება, ეროვნული სასახლის და თბილისის მერიის მხარდაჭერით. რომლის მიზანია ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
სიმპოზიუმის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები არიან, ეროვნული სასახლის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო ,,ჩუქურთმას“ პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მიხეილ ცალქალამანიძე და მხატვარი რუსუდან ცალქალამანიძე.
წელს სიმპოზიუმში 8 ახალგაზრდა ხელოვანი მონაწილეობს: სესილი ნარუაშვილი, საბა კალანდაძე, მარიამ სექანია, ელენე ჩალაური, თეკლა იმერლიშვილი, ნატალია არავიაშვილი, კესანე კორშია და ანა ცალქალამანიძე.
სიმპოზიუმის მთავარი თემაა- საქართველო და ევროპა.
თანამედროვე მინანქრის ნიმუშების კოლექციის შექმნის მიზნით, უკვე მესამე წელიწადია, ნაკეთობები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცემა. შეგახსენებთ, I და II სიმპოზიუმის თემატიკა ,,ქართულ ანბანს“ ეძღვნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები