ჯონ მალკოვიჩი თბილისს თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ეწვევა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა.
მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 22 და 23 მარტს სპექტაკლ ბამბის მინდვრების სიმარტოვეში ითამაშებს.
ცნობილი მსახიობი თბილისს მეორედ სტუმრობს. პირველად იგი 2011 წელს, ასევე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იყო ჩამოსული.