ქართული ჯაზის ლეგენდა – გიული ჩოხელი 89 წლისაა
ქართული ჯაზის ლეგენდა – გიული ჩოხელი 89 წლისაა. „შინაგანად 30 წლის ვარ, როდესაც ჯაზს ავყვები, მაშინ 25 წლის ვხდები“… – ამბობს იგი.
ხელოვნების სასახლე ულოცავს ქალბატონ გიულის დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და შემოქმედებით სიხარულს.
„უდიდესია გიული ჩოხელის დამსახურება ქართული კულტურის ისტორიაში. მადლობა მას მუსიკისა და თავისუფლებისთვის, რასაც მთელი თავისი ტევადი, ენერგიული სიცოცხლის განმავლობაში ემსახურა“, – ნათქვამია მილოცვაში.