“ეს მეფანჩატურეები მივლენ იქ, ილაპარაკებენ ყველაფერზე, გარდა პოლიტიკისა” – გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

ეს მეფანჩატურეები მივლენ იქ, ილაპარაკებენ ყველაფერზე, გარდა პოლიტიკისა, როგორც თვითონ თქვეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა საკითხებზე უნდა ისაუბრონ შეხვედრებზე.

„პრეზიდენტს კონსტიტუციურად დიდი უფლებები არ აქვს და პოლიტიკაში თუ არ მიდის და პოლიტიკურ პროცესებზე თუ არ ისაუბრებენ, გაუგებარია, რა უნდა ესაუბრონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფორმალურ პრეზიდენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები