ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

როგორც „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები