ბექა დავითულიანი: ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი – წარმართოს პროცესები სწორად
„ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი – წარმართოს პროცესები სწორად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კობახიძეს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.
“შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის კარგი პრემიერი იქნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, მას ეს მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება“, – განაცხადა დავითულიანმა.