ხატია დეკანოიძე: ხალხს აღარ უნდა პარტიული კონფიგურაციები, თითქოს ერთიანობა და მერე აღმოჩნდება, რომ ერთიანობა კი არა, რაღაც ავტომატური გაერთიანებაა
ხალხს აღარ უნდა პარტიული კონფიგურაციები, თითქოს ერთიანობა და მერე აღმოჩნდება, რომ ერთიანობა კი არა, რაღაც ავტომატური გაერთიანებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა კონტრასტი და რწმენა, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ოპოზიციას ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.
„სინერგია არის ისეთი ერთობა, რომელსაც მოაქვს რაღაც სარგებელი, შედეგი, გაზრდა ამომრჩევლის, იდეის გარშემო გაერთიანება და არა ფარისევლური, ყალბი გაერთიანება. ხალხს აღარ უნდა პარტიული კონფიგურაციები, თითქოს ერთიანობა და მერე აღმოჩნდება, რომ ერთიანობა კი არა, რაღაც ავტომატური გაერთიანებაა. ვიღაცა ვიღაცის სიაში მიდის და ა.შ. ეს ასე არ უნდა იყოს. მე მჯერა, რომ თუ არის კონკრეტული იდეა, თუ არის მკვეთრი განსაზღვრული ხაზები იმასთან, რასაც მე ვუპირისპირდები და ვუპირისპირდები არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ იმ პრობლემების გამო, რის გამოც მე დავტოვე პარტია, რა თქმა უნდა, მე ასეთი იდეის, სინერგიის და ერთიანობის მომხრე ყოველთვის ვარ. ვნახოთ, ვფიქრობ, რომ კონტრასტი არის საჭირო, ასევე საჭიროა რწმენის გაჩენა და ნამდვილად საჭიროა, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია ამ ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.