“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ისევ და ისევ საქართველოში არაჯანსაღი პროცესების ხელშეწყობას ემსახურება” – არჩილ თალაკვაძე
“დღეს უკვე გვესმის სალომე ზურაბიშვილისგან, რომ თურმე ყველამ უნდა დაივიწყოს თავისი პარტიული იდენტობა, გაერთიანდნენ რაღაც ბუნდოვან მასად და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. როგორც მინიმუმ, ეს ძალიან უცნაურად ჟღერს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ განაცხადა.
„ცხადად გამოჩნდა, რომ ეს არ იყო მისი სპონტანური ინიციატივა პარლამენტში, ჩანს, რომ წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული იყო იმდენად სწრაფად გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიები. არ არის გამორიცხული რომ გარე ლობისტებთან ერთად დამუშავებული გეგმა იყოს. ეს ისევ და ისევ საქართველოში არაჯანსაღი პროცესების და პოლიტიკური დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან და საზოგადოებასთან ერთად ვაშენებთ და ვავითარებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას.
დღეს უკვე გვესმის სალომე ზურაბიშვილისგან, რომ თურმე ყველამ უნდა დაივიწყოს თავისი პარტიული იდენტობა, გაერთიანდნენ რაღაც ბუნდოვან მასად და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. როგორც მინიმუმ, ეს ძალიან უცნაურად ჟღერს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს მართავს.