“მთავრობა იზრუნებს აქტიურად შსს-ს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პოლიციელის სათანადოდ დაფასებაზე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალისხმევა მიმართული იქნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების, სუს-ის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერებისკენ.
„გაგრძელდება კრიმინალური, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის რეფორმები, პოლიციის საგამოძიებო ფუნქციის გაძლიერება, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულთან აქტიური ბრძოლა. ასევე ძალისხმევას მივმართავთ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების, სუს-ის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერებისკენ. ამ სამსახურებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში“, – აღნიშნა კობახიძემ.