რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის აქტივისტია.

“ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი და საუბრები ასეთ ხელოვნურ და უპრინციპო გაერთიანებაზე, სინამდვილეში, ძალიან კარგია, ვინაიდან ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, როგორ მთავრდება. ეს, საბოლოოდ, საზოგადოებას უმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას. გააგრძელონ მოქმედება პირადი ანგარებით, ამით, საბოლოოდ, ძალიან მძიმე შედეგებს მიიღებენ,” – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები