ირაკლი კობახიძე ბაღდათში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„გამოვთქვამ სამძიმარს დასავლეთ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს მეგობრებსა და ახლობლებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები