“საქართველოს წინააღმდეგ შეკვეთილი კამპანია გრძელდება” – არჩილ თალაკვაძე The Economist-ის სტატიაზე
“როგორც ჩანს, არის კონტრაქტები, რომლებიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. წინა თვეებში აშშ-მა პირდაპირ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას ასობით ათასი, მილიონამდე დოლარი ჰქონდა გადახდილი იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით გაეშავებინათ. ამ კონტრაქტში შედიოდა სწორედ სხვადასხვა სპიკერის დაქირავება, სტატიები, გადაცემები. როგორც ჩანს, არის კონტრაქტები, რომლებიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
„პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ – ამ სათაურით The Economist-ში სტატია გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.