ეროვნულ არქივში არქივისტებისა და საქმისმწარმოებლების სწავლება მიმდინარეობს

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის შესწავლის მსურველთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ერთკვირიანი სასწავლო კურსი ტარდება.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ღონისძიებაში სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე საქმისწარმოებისა და არქივის სპეციალისტები მონაწილეობენ.

კურსის მიზანია საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები