„ძნელია, გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი“ – მიხეილ სარჯველაძე ბაღდათში არსებულ ვითარებაზე
“უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია, გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი. უმძიმესი მდგომარეობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა.
„ჩამოსვლის მთავარი ამოცანა არის, გაირკვეს [არის თუ არა ადგილზე], ყველაფერი, რაც აუცილებელია სამძებრო სამუშაოების მხრივ, როგორია ადამიანების საჭიროება, მომავალი რისკის განსაზღვრა და, შესაბამისად, ადამიანების დაცვა. ყველაფერი კეთდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი.