ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური განვითარება, რომელსაც ადგილი ექნება აზერბაიჯანში
„ჩვენი დელეგაციის ერთი ნაწილი აზერბაიჯანში არჩევნებს აკვირდება ეუთოს ეგიდის ქვეშ, მეორე ნაწილი აკვირდება სუამის ეგიდით, ხოლო მესამე ნაწილს, აქვს ორმხრივი მოწვევა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, მისი პოლიტიკური განვითარება მნიშვნელოვანია.
“ჩვენთვის აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მეზობელი, მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური განვითარება, რომელსაც ადგილი ექნება აზერბაიჯანში“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.