არჩილ თალაკვაძე: ისტორიული არჩევნებია, აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ირჩევს პრეზიდენტს

“ეს არის ისტორიული არჩევნები, ვინაიდან აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ირჩევს პრეზიდენტს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც ბაქოში საარჩევნო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მისივე თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიის გაძლიერებას განაპირობებს.

„ეს არჩევნები თავისთავად განაპირობებს აზერბაიჯანის კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას, ერთიანობის განმტკიცებას და დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს წარმატებას, შემდგომ განვითარებას და კიდევ უფრო მეტ პროგრესს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები