“ზურაბიშვილს თავისმა პატრონმა დაურეკა და უთხრა: „სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები“ – გურამ მაჭარაშვილი
„ზურაბიშვილმა პარლამენტში პრაქტიკულად წაიკითხა თავისი პატრონის მიერ დაწერილი სიტყვა. მას თავისმა პატრონმა დაურეკა და უთხრა: „სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ახლა შექმნის ფანჩატურს და მას დაანონსებული არ ჰქონდა ეს ფანჩატურის შექმნა, რომ გამოვარდა გვარამია და თქვა, რომ მე ვიქნები მთავარი იდეოლოგიო, მერე გამოვიდა ხაბეიშვილი და თქვა, რომ მე დინამოს ვიმღერებ კარგადო, ხაზარაძემ მე მუსტანგით მოგემსახურებითო და შედგა სალომე ფანჩატური, რომელიც, რა თქმა უნდა, იგივე ბედის გამზიარებელი იქნება, რაც შალიკოს ფანჩატურს და იმ მუსტანგს ეწია, რომელიც ჰყავს ხაზარაძეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.