“მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხაბეზე მეტ ხმას კი აიღებს და იყვნენ ასე შეხმატკბილებულად” – ირაკლი ზარქუა

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხაბეზე მეტ ხმას კი აიღებს და იყვნენ ასე ერთად, შეხმატკბილებულად და ქართველი ხალხისთვის ნათელი და მარტივი იქნება სწორი არჩევანის გაკეთება”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ქალბატონი სალომე ჩვენ პრეზიდენტად რომ გვინდოდა, მხარი დავუჭირეთ, რომ გაგვეყვანა. მივხვდით რა, რომ ვერ იგებდა, შემდეგ უკვე მოგვიწია გადამალვა და ბილბორდებზე ჩვენი ლიდერები იყვნენ. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რა რეიტინგის და რა მხარდაჭერის პატრონი იქნება ქალბატონი სალომე. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხაბეზე მეტ ხმას კი აიღებს და იყვნენ ასე ერთად, შეხმატკბილებულად და ქართველი ხალხისთვის ნათელი და მარტივი იქნება სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესს“, – აღნიშნა ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები