“იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა იქ შეიძლება, უხერხული იყოს” – იაგო ხვიჩია

“იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა იქ შეიძლება, უხერხული იყოს”, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.

„მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა იქ შეიძლება, უხერხული იყოს, თუმცა, ჩვენგან იქნება წარმოდგენილი სანდრო რაქვიაშვილი და ამბავს გამოიტანს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები