“ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა, ეს არის პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ” – მაკა ბოჭორიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

“ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა, ეს არის პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი მოხსენება შეაფასა.

ბოჭორიშვილი ზურაბიშვილის გამოსვლას „პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობას“ უწოდებს.

„ეს (სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა) იყო პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა, რომელიც მან დააანონსა კიდეც, თუმცა, ამ ქმედებებს დიდი ხანია, ვაკვირდებით. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა “ქართული ოცნების” და, შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები