ლითოგრაფია მიურატების კოლექციიდან – რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ

რესტავრაციამდე

ლითოგრაფია მიურატების კოლექციიდან – რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ – გიორგი კალანდია ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ… XIX საუკუნის ეს ფერადი ლითოგრაფია ერთი წლის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლიდან უმძიმეს მდგომარეობაში წამოვიღე, ათეულობით წელი იმდენად შეუსაბამო პირობებში ინახებოდა, რომ უნიკალური ნივთი ფაქტობრივად განადგურდა… არადა ლითოგრაფია მიურატების კოლექციიდანაა…
ჩვენმა რესტავრატორებმა: ნათია ლომიამ, როზი კასრაძემ, ლია ახალაძემ და არტემ ანტანოსმა წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარეს და მკვდარი ნივთი ფაქტობრივად ფერფლიდან აღადგინეს… დადიანების სასახლეში 1 წლის წინ, კულტურის სამინისტროს პატრონაჟით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, დადიანების სასახლეებში უპრეცედენტო მასშტაბის სარესტავრაციო პროცესი დავიწყეთ… შედეგებს თავად ხედავთ, კიდევ არაერთხელ გაგახარებთ მუზემის დირექტორს დავით ოყუჯავას და ფონდის მცველ ფერიდე აფაქიძეს დიდი მადლობა იმ ძალისხმევისათვის რომელსაც არ იშურებენ ამ ნივთების გადასარჩენად“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები