“2023 წლის დეკემბერში მშენებლობა გაძვირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4%-იანი ზრდით, რამაც 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52.0%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.5%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები