გრიგორი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი, რუსეთში დაუსწრებლად დააკავეს
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ქართული წარმოშობის მწერალი – ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი, „სამხედრო ფეიქების“ გავრცელებასა და „ტერორიზმის გამართლებისთვის“ დაუსწრებლად დააკავა.
ძებნილთა სიაში აკუნინი იანვრის ბოლოს შეიყვანეს.
გასული წლის ბოლოს მწერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა და მოგვიანებით ის „უცხო აგენტად“ გამოცხადდა.
სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პრანკერების პროვოკაცია გახდა.