გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: ვისურვებდი, რომ ძალიან აბსურდული და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები არ გააკეთოს
,,მაქვს სურვილი, რომ ფორმალურმა პრეზიდენტმა დღეს, ამ ბოლო ზარზე მაინც, რაღაც ნორმალური განცხადებები გააკეთოს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სურვილი აქვს, რომ ზურაბიშვილმა ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები არ გააკეთოს.
„თვითონ მიიყვანა საქმე აქამდე, ქვეყნის შიგნით აგინა ყველას, ხალხს, სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის გარეთ კი აშავებდა სახელმწიფოს, რომ მისი სიტყვა პრაქტიკულად გაუფასურდა. მაგრამ ბოლო მომენტია, როდესაც პარლამენტში მოდის და ვისურვებდი, რომ ძალიან აბსურდული და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები არ გააკეთოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.