სენეგალში უკვე დანიშნული არჩევნები 10 თვით გადადეს

სენეგალის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების 10 თვით, 15 დეკემბრამდე გადადებას დაუჭირა მხარი. ქვეყანაში არჩევნები 25 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო.

აღნიშნულს მოქმედი პრეზიდენტი – მაკი სალი ითხოვდა, ზოგიერთი კანდიდატის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დავის გამო.

თუმცა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა გადაწყვეტილებას “კონსტიტუციური გადატრიალება” უწოდა.

მომხდარით შეშფოთება საერთაშორისო საზოგადოებამაც გამოთქვა, რადგან სენეგალი დასავლეთ აფრიკის ყველაზე სტაბილურ სახელმწიფო მიიჩნევა.

1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის შემდეგ, ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად, მხოლოდ არჩევნების გზით ხდებოდა.

თუმცა, შექმნილი ვითარების გამო, ანალიტიკოსები კონსტიტუციურ კრიზისს პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა, ქვეყნის სტაბილურობა შეარყიოს.

არჩევნებში შესაძლო კანდიდატების საბოლოო სიაში 20 ადამიანი იყო. იანვარში საკონსტიტუციო საბჭომ რამდენიმე ოპოზიციურ წარმომადგენელს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რამაც კრიტიკის ტალღა გამოიწვია

თავად მაკი სალი პირობას დებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები