ირაკლი ზარქუა: ყველანაირი მცდელობა აქვთ, ჩაგვრთონ კონფლიქტში
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების შესახებ სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„მადლობას ვუცხადებ იმ სამსახურს, რომელმაც აღკვეთა ეს ტერორისტული ოპერაცია. ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, მის ინტერესშია, საქართველოში არ იყოს მშვიდობა და ყველანაირი მცდელობა აქვთ, ჩაგვრთონ ამ კონფლიქტში. ეს არის ამის მიზანი და ამოცანა. ალბათ უამრავი ასეთი შემთხვევა გვექნება. ადრეც ყოფილა, თუ გაიხსენებთ, ტერორიზმთან დაკავშირებული მცდელობები. მე მახარებს ის, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ესეც ამისი ერთ-ერთი დემონსტრირებაა“, – განაცხადა ზარქუამ “იმედის” ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.