ვახტანგ გომელაური: მსოფლიო პრობლემაა ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტით, ჩამოსული იყვნენ გერმანის, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები, უარესი პრობლემებია იქაც

მსოფლიო პრობლემა არის იგივე ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტით. ჩამოსული იყვნენ გერმანის, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები, უარესი პრობლემებია იქაც და იმავე პრობლემის წინაშე დგანან ისინი, რის წინაშეც ვართ ჩვენც, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ნარკოტიკებთან საბრძოლველად.

„მინდა მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც კონსტრუქციული კითხვები დაგვისვეს. არის გამოწვევები, პრობლემები, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით. 2020 წელს 71 ნარკომოვაჭრე იყო დაკავებული, დღეს 280-290-ზე ვართ ასული, ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით საქმის აღძვრა იყო 3000 ფაქტზე, დღეს ეს მაჩვენებელი 7000-მდეა. არის იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვისაც, სტუდენტებისთვისაც და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს. შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავიდეს ახალგაზრდებში, უნივერსიტეტებში, დამამთავრებელ კლასებში. ალბათ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მსოფლიო პრობლემა არის იგივე ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტით. ჩამოსული იყვნენ გერმანის, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები, უარესი პრობლემებია იქაც და იმავე პრობლემის წინაშე დგანან ისინი, რის წინაშეც ვართ ჩვენც. მარტო კანონის გამკაცრებით ვერ აღმოიფხვრება პრობლემა, თუ არ მივაშველეთ საზოგადოებრივი და საინფორმაცია კლიპები, თუ ლექციების ჩატარება“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები