ირაკლი ქადაგიშვილი: ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულყოფილი უზრუნველყოფა ჯანდაცვისა და მკურნალობის კითხვით. ეს ყველაფერი მრავალჯერ სხვადასხვა ყველაზე კომპეტენტური სამედიცინო დასკვნით და მისი ფაქტობრივი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის დადასტურებული. ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი. ეს ერთი და მეორე, ჯერ პასუხი გასცენ შეკითხვას, რომ უკრაინის ოფიციალურმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოგზავნასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, მიხაილო პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები