მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არდაჭერის მიზეზების ძებნითაა დაკავებული

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არდაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული

„მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა და ვფიქრობ, რომ, პრაქტიკულად, ყველა გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ან მათ მიერ დასმულ კითხვებს, ალბათ, ჯობს, რომ მაინცდამაინც სერიოზულად არ გავცეთ პასუხი და ხუმრობით ვთქვათ, რომ მაინცდამაინც სერიოზულად, დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ისინი, უფრო მეტად სამთავრობო გუნდისთვის მხარის არდაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არიან დაკავებული,” – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები