რატი ბრეგაძე: გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

,,დაბა ლაითურში ახლად გახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

მისივე თქმით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობისთვის ასევე გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები