ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

“ვივა-მედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, მას გარკვეული ჩივილები ჯერ კიდევ აქვს.

“პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულია, სტაბილურია მისი სასიცოცხლო პარამეტრები ჰერმოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, თუმცა პაციენტი სუბიექტურად მაინც აღნიშნავს გარკვეული ხასიათის ჩივილებს, რაც, ძირითადად, გამოიხატება ზოგად სისუსტეში, პერიოდული ხასიათის ტკივილებს აღნიშნავს კუნთების და სახსრების არეში. უტარდება პაციენტს სრულფასოვანი, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა”, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები