არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია, ვეტყვი, რომ მათ ეს არ გამოუვათ
“პრობლემა დღემდე ის იყო, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თუ ისინი ახლა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობენ, ეს არის ზუსტად საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს დისკრედიტაცია არ გამოუვა.
“ოპოზიციის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება და გაგვიწიოს ოპონირება, თუ ეს შეუძლიათ. პრობლემა დღემდე ის იყო, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თუ ისინი ახლა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობენ, ეს არის ზუსტად საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი. ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს კი, რომლის მიზანიც არის დისკრედიტაცია, ვეტყვი, რომ მათ ეს არ გამოუვათ”, – აცხადებს თალაკვაძე.