ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა
ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ცეცხლი 300 კვადრატულზე მეტ ფართობზე გავრცელდა.
ამჟამად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი საწარმოში დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების მტკიცებით, კიდევ ოთხი დრონი ჩამოგდებულია ბელგოროდის ოლქში, ერთი კი – როსტოვის.