მედია: აშშ-მა ერაყსა და სირიაში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ საპასუხო იერიში განახორციელა

შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში, სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ბოევიკების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას. მისივე თქმით, თავდასხმაში გამოყენებული იარაღის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები