ესპანეთის თავდაცვის მინისტრი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა სასტიკ ომში ცხოვრებას აგრძელებს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ის [უკრაინა] აგრძელებს ცხოვრებას სასტიკ ომში“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ოქტომბერში ესპანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემდა ექვს გამშვებს Hawk საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის და 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები