გაეროს უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მას აქვს იურისდიქცია, უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრული საქმე განიხილოს

გაეროს უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მას აქვს იურისდიქცია, განიხილოს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, კიევმა საქმე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ განიხილა.

კიევი მოსკოვს მისი სასტიკი შემოჭრის გასამართლებლად გენოციდის კანონის ცრუ გამოყენებაში ადანაშაულებს, რომელიც დღემდე გრძელდება.

თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში ეთნიკურ რუსებზე გენოციდური თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ჩაერია.

გაეროს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა უკრაინის წარმომადგენელი ანტონ კორინევიჩი, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ გადაწყვიტოს ის საკითხი, რომ უკრაინა არ არის პასუხისმგებელი მითიურ გენოციდზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება 1948 წლის გენოციდის კონვენციას, კიევი არ ადანაშაულებს მოსკოვს უკრაინაში გენოციდის ჩადენაში, თუმცა აცხადებენ, რომ რუსეთმა დაარღვია გენოციდის ხელშეკრულება შემოჭრის გასამართლებლად.

უკრაინა ამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ის 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ებრძოდა, გენოციდის საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები