კენიის დედაქალაქ ნაირობიში ბენზინმზიდი აფეთქდა, რის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 271 დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მიმდებარე ტექსტილისა და ტანსაცმლის საწყობს მოედო, დააზიანა რამდენიმე მანქანა, კომერციული და საცხოვრებელი სახლები.
კენიის წითელი ჯვრის განცხადებით, 271 ადამიანი ნაირობის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.