ფლორიდაში თვითმფრინავი მოძრავი სახლების პარკში ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

ფლორიდის      შტატში, კლიარვოტერში განლაგებული მოძრავი სახლების პარკში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რამაც ადგილზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეხანძრეები დაშავებულთა, ან შესაძლო, დაღუპულთა ამოყვანას ცდილობენ.

თუმცა, როგორც სახანძრო სამსახურის უფროსმა სკოტ ელერსმა თქვა, კატასტროფის შედეგად რამდენიმე დაღუპულია.

მისივე თქმით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, სამი სახლი დაზიანდა, თუმცა მათში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა შეძლეს. ​

ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, Beechcraft Bonanza V35-ის პილოტმა ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, შეატყობინა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები