რატი ბრეგაძე: მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს – გუნდი ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა.

მისივე თქმით, გუნდი ორივე ლიდერს თანადგომას უცხადებს.

„მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე, ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ორივე პოზიცია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის.

რა თქმა უნდა მთელი გუნდი ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით. ცხოვრება დინამიურია, ცვალებადია, ყოველთვის იქნება გამოწვევები და მას სჭირდება ადეკვატური გადაწყვეტა. დარწმუნებული ვარ, მთავრობა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მსგავსი ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდება“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები