საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე გახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ “ქართული ოცნების” ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა – ის დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.