გერმანიაში ამჯერად აეროპორტების დაცვის თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიაში აეროპორტების დაცვის თანამშრომლები გაიფიცნენ, რის გამოც 1-ელ თებერვალს, სულ მცირე, 1100 რეისი გაუქმდება.
ამის შესახებ აეროპორტების ასოციაცია ADV-ში განაცხადეს.
გაფიცვა 11 აეროპორტს შეეხება – ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბერლინის, დიუსელდორფის, კიოლნის, შტუტგარტის, ბრემენის, ჰანოვერის, ლაიფციგის, დრეზდენისა და ერფურტის.
მიუნხენისა და ნიურნბერგის აეროპორტებს გაფიცვა არ ხდება, თუმცა ამ აეროპორტებიდან ჩამოთვლილ ქალაქებში ფრენები გაუქმდება.
გაფიცვაში აეროპორტის 25 ათასი თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც მგზავრებს, ბარგს და პერსონალს აკონტროლებენ.
პროფკავშირი Ver.di გაფიცულებისთვის ხელფასის ერთ საათში 2,80-თი გაზრდას ითხოვს, პრემიების გაზრდას, ასევე, ზედაკანვეთური შრომის დამატებით ანაზღაურებას.