CNN: ზელენსკი ზალუჟნის თანამდებობიდან უახლოეს დროში გაათავისუფლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან, უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის წყაროს ცნობით, ზალუჟნი ზელენსკისთან 29 იანვარს დაიბარეს და შესაბამისი გადაწყვეტილება “მშვიდად” აცნობეს. ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

“შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი გადაწყვეტილება და თქვა, ის ფაქტი, რომ ზალუჟნიმ ახალ თანამდებობაზე უარი თქვა, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მას ათავისუფლებენ ამჟამინდელი თანამდებობიდან”, – იტყობინება ტელეარხი.

CNN -ი დამატებითი კომენტარისთვის უკრაინის პრეზიდენტის ოფისს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

აღინიშნა, რომ ზალუჟნის შემცვლელის ორი კანდიდატურა განიხილება – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ამჟამინდელი უფროსის, კირილ ბუდანოვის და უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები