“პუტინს სიურპრიზები ელოდება” – ვიქტორია ნულანდი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დარწმუნებულია, რომ 2024 წელი უკრაინისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას, ბრძოლის ველზე, „დამაჯერებელ წარმატებებს“ მოუტანს.

ნულანდმა თქვა, რომ კიევს „დიდი ოპტიმიზმით ტოვებს ერთიანობისა და სიმტკიცის ნაწილში, ასევე, 2024 წელთან მიმართებით, რომელსაც უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება”.

„კიევს, ასევე, დარწმუნებული ვტოვებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აძლიერებს თავის თავდაცვას, ბატონ პუტინს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება ბრძოლის ველზე და უკრაინას წელს, სოლიდური მიღწევები ექნება“, – დასძინა მან.

ნულანდს, ასევე, სჯერა, რომ ამერიკის კონგრესი უკრაინის დამატებით დახმარებას დაუჭერს მხარს, ქვეყნის „გადარჩენისა და კეთილდღეობის“ მისი როლის გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები