სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ოფიციალურად გახდა – თუ პუტინი ერევანში ჩავა, ქვეყანა ვალდებულია დააკავოს ის

სომხეთი დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ოფიციალურად გახდა.

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება გასული წლის 3 ოქტომბერს მოახდინა.

2023 წლის ნოემბერში ICC-მა გამოაცხადა, რომ სომხეთი, 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან, გახდება 124-ე წევრი-სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან მე-19 სახელმწიფო, რომელიც რომის სტატუტს შეუერთდება.

აღნიშნული კი პოტენციურად ნიშნავს იმას, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, ერევანი ვალდებულია ის დააკავოს, რადგან გასული წლის მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კრემლის ლიდერის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები