ოკუპანტებმა სოფელ ველიკი ბურლუკში საავადმყოფო დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონზე იერიში მიიტანეს.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დაწერა, რომ “ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონის სოფელ ველიკი ბურლუკში მართვადი რაკეტებით სამოქალაქო საავადმყოფო დაბომბეს“.
მისი ინფორმაციით, საავადმყოფოდან 38 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან ხუთი – დაწესებულების თანამშრომელია, ოთხს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
დაზიანებულია შენობის ფასადი, ფანჯრები და სახურავი.