მაკრონმა ევროპულ ქვეყნებს უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში და კომპენსაცია გაუწიონ ამერიკული დახმარების შესაძლო შემცირებას. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

„ჩვენ ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე არსებულ ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების შეწყვეტამ ბრძოლის ველზე გარკვეული გავლენა იქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები