“ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად უნდა დაუფასდეს ყველაფერი ის, რაც გააკეთა” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თანამდებობიდან ახლა გადადგა, რადგან უფრო გაუადვილდება წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა.

„პარტიის ლიდერისა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის თანამშრომლობა მუდმივი იყო, ყოველდღიური და საშინაო-საგარეო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი ისე არ წყდებოდა, რომ ამ ორ პიროვნებას და მათ უკან მდგომ სტრუქტურებს ერთმანეთთან წინასწარი კონსულტაციები. როდესაც ორ უმნიშვნელოვანეს ფლანგზე ხელმძღვანელები იცვლებიან, რასაკვირველია, ეს ნიშნავს ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას. ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად უნდა დაუფასდეს ყველაფერი ის, რაც გააკეთა. იფიქრა, რომ არჩევნების წინ სჯობს მალე შევიდეს პარტიის ხელმძღვანელობის მენეჯმენტის საკითხებთან. გადაწყვეტილება რასაკვირველია, სწორია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები