“ნატოს უკრაინის მიმართ ღრმა დანაშაულის გრძნობა აქვს” – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ნატოს უკრაინის მიმართ ღრმა დანაშაულის გრძნობა აქვს, რადგან ალიანსის უმოქმედობამ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა გახადა შესაძლებელი.

ამის შესახებ მან BBC-ის მინი სერიალში “პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ” თქვა.

“ნატოში დანაშაულის ღრმა ინსტიტუციური გრძნობა არსებობს. ალიანსს დაპირება რომ შეესრულებინა და უკრაინელები მართლაც ყოფილიყვნენ სრულუფლებიანი წევრობის გზაზე, მაშინ სავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი არ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა,” – თქვა ჯონსონმა.

მისი თქმით, ნატო ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, რასაც, საბოლოოდ, დამღუპველი შედეგები მოჰყვა.

„ჩვენი კოლექტიური ორაზროვანი პოზიცია, რომელიც ამდენი ხანი გრძელდებოდა, ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის მარადიული მცდელობა – ჩავარდა და პუტინმა გადაწყვიტა: „აჰა, არასერიოზულები არიან”, – თქვა ჯონსონმა.

მისი თქმით, ახლა მსოფლიოში არის სიტუაცია, როდესაც დემოკრატია უკან იხევს და მის ადგილს ავტოკრატია იკავებს.

”უკრაინის ომმა მიანიშნა, რომ ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გასცემენ”, – ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები