ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას ტოვებს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდება.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ძვირფასო მეგობრებო, მსურს,  საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ – დღეს მე ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას”,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა.
თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები