ქუთაისის მერია: გრაფიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს, მათ საქართველო იმავე დღეს დატოვეს

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ 21 იანვარს, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული გრაფიტი დააზიანა.

მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს.

“️ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტზე, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს.

აღნიშნული გრაფიტი შესრულებული იყო “ქარავან არტ ფორუმის” ფარგლებში. კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება – ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და “არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის” ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები